თინა კანდელაკის სიცოცხლე საფრთხეშია - ტელეწამყვანს მანიაკი დასდევს

თინა კანდელაკის სიცოცხლე საფრთხეშია - ტელეწამყვანს მანიაკი დასდევს

თინა კანდელაკი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ტელეწამყვანმა აღიარა, რომ მას უკვე ნახევარი წელია უცნობი ადამიანი უთვალთვალებს. "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მან მანიაკის ფოტო გამოაქვეყნა. მამაკაცი შესახედავად 45 წლისაა, საშუალო სიმაღლის და აგებულების, თმა უკან აქვს გადავარცხნილი, მოკლე წვერში კი ჭაღარა ემჩნევა.

"კაცი ნახევარი წელია მითვალთვალებს, თვლის რომ ასტრალური კავშირი გვაქვს. უაზრობებს ბოდავს. თავდაცვა შეუძლებელია სანამ თავდასხმის ფაქტი არ იქნება. უაზრობაა სადმე დავრეკო და საჩივარი დავწერო. ბრალს ვერ წავუყენებ. ამიტომ ძვირფასო ნათესავებო, წაიყვანეთ ეს ავადმყოფი და გაუწიეთ დახმარება. მას აშკარად ესაჭიროება დახმარება" - წერს კანდელაკი.

ბევრმა მამაკაცმა შესთავაზა ტელეწამყვანს დახმარება ამ საკითხის გადაჭრაში, იყვნენ აგრესიულად განწყობილი სუბიექტებიც, რომლებიც კანდელაკის შემწუხებელს დასახიჩრებით ემუქებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ე სპირველი შემთხვევა არაა, როდესაც კანდელაკი მსგავს პრობლემაში ეხვევა. 2008 წელს წამყვანს სატელეფონო მანიაკი აწუხებდა. "მანიაკები მირეკავენ" - წერდა მაშინ კანელაკი.

2010 წელს კი თინამ მოყვა, რომ მას მას "მერსედესი" დაყვებოდა. უცნობი მამაკაცი ავტომობილით ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიყვებოდა. დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც კანელაკმა ეს ამბავი მედიაში გაავრცელა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება