დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები

დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები

მარჯანიშვილის თეატრის დასის მმართველი და მსახიობი - ქეთი კანტიძე საკმაოდ მორიდებული, თავმდაბალი ქალბატონი გახლავთ.

სერიალებში მისი პერსონაჟები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ. მალე ქალბატონ ქეთის შეფმზარეულთან დაახლოებული ჭურჭლის მრეცხავის როლშიც ვიხილავთ. მსახიობმა ეს ახალი ამბავი "პირველი ამბების" გახსენებისას გაგვიმხილა...

- საერთოდ, ადამიანზე შექმნილი ჩემი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებს: ვცდილობ, მათში კარგი დავინახო. მგონი, ცუდი ადამიანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ვურთიერთობთ, ცუდ მხარეს არ ავლენენ.

- ქალბატონო ქეთი, მარჯანიშვილის თეატრში პირველად როდის შედგით ფეხი?

- მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი. თანაკლასელი გოგონები თეატრში მეგობრის დედამ წაგვიყვანა. "თვალი პატიოსანი" ვნახეთ. განათებული სცენა მახსოვს. ჩემს მეხსიერებას კიდევ ერთი სცენა შემორჩა - თითქოს კაფეში თენგიზ არჩვაძე და, თუ არ ვცები, მედეა ჯაფარიძე ისხდნენ. სხვათა შორის, თენგიზ არჩვაძე ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო...

- რუსთაველის თეატრში პირველად რომელი სპექტაკლი ნახეთ?

- "გვადი ბიგვა". ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. მეტი არაფერი მახსოვს... შემდეგ "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე - ეს კარგად მახსოვს, მეცხრე კლასში ვიქნებოდი. ეს სპექტაკლი დღემდე სიგიჟემდე მიყვარს! პირველად რომ ვნახე, მთელი მეორე აქტის განმავლობაში ფეხზე ვიდექი (ბოლო რიგში ვიყავი), რადგან ბილეთი ვერ ვიშოვე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მაყურებლები დარბაზიდან რომ გავიდნენ, მე მაინც ფეხზე ვიდექი და არ გავდიოდი. ბოლოს გამომაგდეს: წადი, გენაცვალე, დამთავრდა ყველაფერიო (იცინის).

- პირველი კულინარიული ექსპერიმენტი...

- სახლში მე და მამა ვიყავით. მამამ მითხრა, - იქნებ რაიმე მოამზადოო? შინ მხოლოდ ქათმის კუჭები და ღვიძლები გვქონდა. ხახვი მოვხრაკე, შემდეგ კუჭები და ღვიძლები წვრილად დავჭერი, ერთმანეთში ავურიე, სუნელები, ნიორი, პომიდორი დავუმატე და კარაქში მოვამზადე... მამაჩემმა მკითხა, - ეს რა არისო? ვუპასუხე, - ხომ არსებობს "ჩახოხბილი"? ეს კი "ჩაკუჭულია"-მეთქი (იცინის).

-პირველი დიეტა ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება