რომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების უფლება მისცა

რომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკმა ოფიციალურად მისცა მღვდლებს უფლება, აბორტის ცოდვა მიუტევონ ქალებს, რომლებიც ჩადენილს ინანიებენ. წესი ერთი წლის მანძილზე იმოქმედებს, საიუბილეო (წმინდა) მიმტევებლობის წელთან დაკავშირებით, რომელსაც 25 წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ.

78 წლის პაპმა თავის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ წირვების დროს ბევრ ქალს შეხვდა, რომელსაც გულზე ჭრილობად ჰქონდა ეს მტკივნეული გადაწყვეტილება. აქამდე აბორტის ცოდვა, რომელსაც ეკლესია მკვლელობასთან აიგივებს მხოლოდ ეპარქიულ ეპისკოპოსებს შეეძლოთ მიეტევებინათ.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა