ავსტრია მიგრანტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

ავსტრია მიგრანტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

ავსტრია გეგმავს მიგრანტებისთვის თანდათან საზღვარი ჩაკეტოს. "ბიბისის" ცნობით, უნგრეთიდან ავსტრიის საზღვარი უკვე ათასობით მიგრანტმა გადაკვეთა. მათი ნაწილი ავსტრიაში დარჩება, ნაწილი კი გერმანიაში მიემგზავრება.

"ჩვენ 12 000-ზე მეტ მიგრანტს დავეხმარეთ ამ რთულ ვითარებაში. ნელ-ნელა გამოვალთ საგანგებო მდგომარეობიდან და გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, ვერნერ ფაიმანმა.

მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიაში მიემგზავრება. ბერლინი მილიარდობით ევროს გამოყოფას აპირებს ფედერალური მიწებისა და მუნიციპალიტეტებისათვის, რათა მათ მიგრანტების დიდ ნაკადთან გამკლავება შეძლონ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა