"რეზი არველაძე არჩევნებში "კანონიერი ქურდების" ჩარევით იბრძვის, საქმე შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა"

"რეზი არველაძე არჩევნებში "კანონიერი ქურდების" ჩარევით იბრძვის, საქმე შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა"

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში "კანონიერი ქურდები" ჩაერთვნენ?" - სტატიას ამ სახელწოებით გაზეთი "კვირის ქრონიკა" ავრცელებს. გამოცემა ირწმუნება, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ეს ყველაფერი ლანჩხუთიდან დაიწყო, როცა რეგიონული ფედერაციის ოფისთან ხმაურიანი გარჩევა მოეწყო - გამგეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა.

"ეს იყო პირველი სერია, მეორე სერიაში საქმეში უკვე კანონიერ ქურდებამდე და შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა: ინკოგნიტო წყაროს თქმით, არსებობს ასეთი ადამიანი - გრიშა თორდია, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. თურმე ბატონ გრიშას შუბლის გახვრეტით დაემუქრა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პატარაია", - იუწყება გაზეთი.

"პატარაია გახლავთ "კანონიერი ქურდის", ამირან ებრალიძის მძახალი და მხარს უჭერს რეზი არველაძეს. პატარაია, ასევე, მეგობრობს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან. კლანური წრე შეკრულია, არველაძე უკვე იბრძვის ბინძური მეთოდებით და ებრალიძის საშუალებით საქმეში ჩარია ქურდები", - იუწყება გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ| "სააკაშვილი ოდესაში, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს უნიღბოდ, ერთი-ერთზე მეჩხუბოს" - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 2008-ში გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

მამა შალვა კორონავირუსის ვაქცინაზე - "თუ სავალდებულო იქნება, მეც პირადად მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს"

"ის უამრავი იმედდაკარგული ქალისთვის მაგალითი უნდა გახდეს" - ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

"ვურჩევ მშობლებს, წელს თავი შეიკავონ ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან" - COVID-19-ის ახალი სიმპტომები და პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები