ბურჭულაძის ტაძრების მშენებლობა და ჩვილთათვის იავნანა იმ დღისთვისაა, როდესაც საჯაროდ გაცხადდება მისი პოლიტიკური მიზნები - ნუგზარ წიკლაური

ბურჭულაძის ტაძრების მშენებლობა და ჩვილთათვის იავნანა იმ დღისთვისაა, როდესაც საჯაროდ გაცხადდება მისი პოლიტიკური მიზნები - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძის ქველმოქმედება, ტაძრების მშენებლობა, უმწეოთა ფონდები, სახეზე პერმანენტული სათნოება და ჩვილთათვის იავნანა იმ დღისთვისაა, როდესაც საჯაროდ გაცხადდება მისი პოლიტიკური მიზნების თაობაზე.

ასეთივე მოლოდინი მქონდა ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ვითომ ჩუმად მსახურებდა სიკეთეს და ეს საიდუმლო შემწე გლახაკთა, პოლიტიკაში დამკვიდრებისთანავე, იმავე უმწეოთა დაუფარავ მძარცველად გადაიქცა.

ერთი რუსი ოლიგარქია, ხოლო მეორე "რუსი ბანი"

... და არავითარი მამელუქი და ბედკრული საქართველო", - წერს წიკლაური.

იხილეთ ასევე: კახა კალაძის პირველი კომენტარი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით

"კარგად გათვლილი სცენარის ნაწილი მგონია ეს რუსი მომღერლის მონაწილეობით" - ცოტნე გამსახურდია პაატა ბურჭულაძეს სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

"მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე, რომ ეს უმსაგვსო სისტემა შეცვალოს" - ირაკლი კაკაბაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს