ევროპის ქვეყნებში დევნილის სტატუსით ISIS-ის 4 000-ზე მეტი ბოევიკი შევიდა

ევროპის ქვეყნებში დევნილის სტატუსით ISIS-ის 4 000-ზე მეტი ბოევიკი შევიდა

ევროკავშირის ქვეყნებში დევნილის სტატუსით ISIS-ის ოთხი ათასზე მეტი ტერორისტი შევიდა. ამის შესახებ გაზეთი "სანდი ექსპრესი" წერს. როგორც მედიაში წერენ, ბოევიკების დევნილების სახით შეყვანის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

რადიკალები დევნილების ნაკადში ერევიან თურქულ საპორტო ქალაქებში იზმირსა და მერსინშიც. ხმელთაშუა ზღვის გავლით ISIS-ის წევრები ჩადიან იტალიაში და ნაწილდებიან სხვა ევროპულ ქალაქებში, ძირითადად შვეიცარიასა და გერმანიაში. ამ ინფორმაციის სიზუსტე ჟურნალისტებს ორმა ადგილობრივმა კონტრაბანდისტმა დაუდასტურა.

"ერთ-ერთი მათგანის თქმით, ის მინიმუნ ათ ტერორისტს დაეხმარა ევროპაში შესვლაში. ზოგი ამბობდა, რომ ოჯახების მონახულება სურდა, ზოგი კი მზადყოფნისთვის ემზადებოდა" - აღნიშნავენ დასავლელი ჟურნალისტები.

თავის მხრივ "ისლამური სახელმწიფოს" ინფორმატორმა განაცხადა, რომ ბოევიკების ინფილტრაცია საჰაერო დარტყმებზე შურისძიების დასაწყისია, რომელსაც ამერიკის თაოსნობით საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს.

"ჩვენ გვინდა ხალიფატის დამყარება არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში" - განაცხადა ტერორისტების წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შეტევები დასავლური ქვეყნების სახელმწიფოებს მიადგება და არა რიგით მოქალაქეებს.

'Just wait…' Islamic State reveals it has smuggled THOUSANDS of extremists into Europe

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა