რუსეთში პორნო საიტები დაბლოკეს

რუსეთში პორნო საიტები დაბლოკეს

რუსეთში აკრძალული ინფორმაციის რეესტრში 11 ინტერნეტ რესურსი შევიდა, რომელთაგან თერთმეტივე პორნოგრაფიული ხასიათისაა. "პორნოგრაფიის უკანონო მომზადება, გავრცელება და საჯარო დემონსტრაცია არის დანაშული. ინტერნეტ ქსელის გამოყენება უკანონო კონტენტის მოხმარებისათვის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ფედერალური კანონის მეათე მუხლის თანახმად, რუსეთში იკრძალება ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორნოგრაფიულ საიტზე "პორნჰაბ", რუსულ ენოვანი სეგმენტი მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით დაიბლოკა. შესაბამისი გადაწყვეტილება კრილოვსკის რაიონის სასამართლომ გამოიტანა.

"დადგინდა, რომ ინტერნეტ ქსელში გამოვლინდა საიტები, რომლებიც იკრძალება კანონმდებლობით. საუბარია პორნოგრაფიულ მასალებზე" (ფოტომასალა, ვიდეო რგოლები, იდეო ფილმები)" - ნათქვამია სასამართლო გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განჩინების თანახმად, "პორნჰაბი" ექცევა კანონის ქვეშ, რომელიც ბავშვების განვითარების და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიმყენებელ ინფორმაციისგან დაცვის გულისხმობს. ამის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება პორნო საიტები. გარდა "პორნჰაბისა" აკრძალულ სიაში კიდევ ათი პორნოგრაფიული ინტერნეტ პორტალი მოხვდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა