უნგრელი ოპერატორი მიგრანტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

უნგრელი ოპერატორი მიგრანტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

უნგრეთის ერთ-ერთი ტელეარხის N1TV-ის ოპერატორი ლასლო პეტრა სკანდალური ინციდენტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი, "ევრონიუსის" ცნობით, უნგრეთისა და სერბეთის საზღვარზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი ინციდენტი გახდა.

კერძოდ, ოპერატორმა ქალმა კადრების გადაღების დროს სპეციალურად დაუდო ფეხი ერთ-ერთ ბავშვიან მიგრანტს, რომელსაც პოლიციელი მისდევდა. მიგრანტი წაიქცა, რის შემდეგაც თავად ოპერატორმა მისი რეაქციები გადაიღო. ამას გარდა, გავრცელა კიდევ ერთი ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ფეხებს ოპერატორი ლასლო პეტრა სხვა მიგრანტებს. ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა გერმანელმა ჟურნალისტმა გადაიღო და შემდეგ ინტერნეტით გაავრცელა.

ტელეკომპანია N1TV ცნობილია ულტრამემარჯვენე ორიენტაციით, თუმცა, ტელევიზიაში მათი თანამშრომლის ქმედებებს მიუღებელი უწოდეს. თუ ოპერატორ ლასლო პეტრას სასამართლოს გადასცემენ და დანაშაულს დაუმტკიცებენ, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კადრის გამო გაკეთებული საშინელი საქციელი - უნგრელმა ოპერატორმა ბავშვიან მამაკაცს ფეხი დაუდო წინ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა