პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან

პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან

მას შემდეგ, რაც ხატია ბრაჭული ტელეეკრანზე გამოჩნდა, მსახიობის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება: ხატია ხან ჭორების ეპიცენტრშია, ხან -განსახიერებული პერსონაჟის გამო ლანძღავენ ან აქებენ... ბოლო დროს, "ჩემი ცოლის დაქალებში" ხატიას პერსონაჟი -თამუნა სოციალურ ქსელში (და არა მხოლოდ) განხილვის საგანი გახდა. პერსონაჟის თავს დატეხილი კომენტარების "ქარ-ცეცხლი" მსახიობსაც შეეხო...

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ხატიამ ზაფხულის არდადეგები, ცოტა არ იყოს, გვიან დაიწყო. ამჟამად, შავი ზღვისპირეთში ისვენებს. ვთხოვე, ინტერვიუსთვის მცირე დრო დაეთმო და "პირველი ამბები" გაეხსენებინა...

-თუ სწორად მახსოვს, ზღვაზე პირველად ურეკში, ოჯახთან ერთად დავისვენე. დაახლოებით 6 წლის ვიყავი. ზღვა ბავშვობიდან მიყვარს. ურეკში წასვლა ძალიან მიხაროდა. ქვიშაში ვთამაშობდი ხოლმე...

-პირველი მავნე ჩვევა...

-ალკოჰოლური სასმელი პირველად სკოლის მოსწავლეობის პერიოდში დავლიე. საბედნიეროდ, ასეთი საქციელი ჩვევად არ ჩამომყალიბებია. სიგარეტიც ბავშვობაში გავსინჯე. ლამის ხველებით მოვკვდი. ვამბობდი, -ამას როგორ ეწევით-მეთქი?! მას შემდეგ სიგარეტი არ მომიწევია. მაშინაც ბავშვური ინტერესის გამო გავსინჯე...

-პირველი როლი...

-სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა გიორგი სავანელის სპექტაკლში -"ბურატინო" -არლეკინო ვითამაშე. თავდაპირველად, დაბნეული ვიყავი -თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ბავშვურ სიხარულს ვგრძნობდი... მოჭარბებულად ვნერვიულობდი, მაგრამ მეტი სითამამე მქონდა, რადგან ბავშვი ვიყავი. ჩემი მშობლებიც ნერვიულობდნენ, როცა სცენაზე პირველად დამინახეს... კინოში ჩემს პირველ როლს რაც შეეხება, შესაძლოა, ცოტა სასაცილოდ მოგეჩვენოთ: მკვდარი განვასახიერე... თავდაპირველად, სერიალ "დეტექტივებში" მონაწილეობისთვის დამირეკეს -აზერბაიჯანელი ბიზნესვუმენის როლი უნდა მეთამაშა. ეს გმირი გაუპატიურების მსხვერ­პლი ხდებოდა. სხვათა შორის, როცა დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს, სახლში პაპაჩემი რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო. ამხელა უბედურება დაგვატყდა და უეცრად ჩემს კარიერაში რაღაც კარგი ხდებოდა: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა... ჩუმად ჩავიცვი. სახლიდან როგორ გავიპარე, არ მახსოვს... როცა რეჟისორმა სიტუაცია ამიხსნა, როლზე უარი ვთქვი -არ მინდოდა, ეკრანზე პირველად ამ პერსონაჟით გამოვჩენილიყავი... მოგვიანებით ისევ დამირეკეს და მითხრეს, -რეჟისორს ძალიან მოეწონე, თქვა, კარგი გოგოა, უცხო გარეგნობა აქვს და მკვდრის როლს ვათამაშებ, თუ უნდაო. დავთანხმდი. ჩემი გმირი მკვლელობის მსხვერპლი იყო. გადაღებები მტკვარზე, შემოდგომის საღამოს მიმდინარეობდა. სიცივისგან ვკანკალებდი. რეჟისორმა მირჩია, -წარმოიდგინე, რომ მზისგულზე ირუჯებიო... საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება ისე მოეწონათ, რომ რეჟისორმა სცენარისტს ჩემი როლი გააზრდევინა და ტყუპი და განვასახიერე: ერთი, რომელიც მოკვდა, მეორე კი -მუნჯი. როლისთვის ჟესტების ენაც მასწავლეს... საკმაოდ კარგი და საინტერესო გამოვიდა. "დეტექტივების" პირველი სეზონის ორ სერიაში ვითამაშე. მერე მეორე სეზონშიც დამიძახეს...  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება