ქურთების მხარდამჭერი პარტია თურქეთის მმართველ გუნდს ადანაშაულებს

ქურთების მხარდამჭერი პარტია თურქეთის მმართველ გუნდს ადანაშაულებს

ქურთების მხარდამჭერი პარტია თურქეთის მმართველ გუნდს ნაციონალისტების ძალადობისკენ წაქეზებაში ადანაშაულებს. "ბიბისის" ცნობით, მმართველი პარტია ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამოწვევას ცდილობს.

პროქურთული პარტიის ლიდერის, სელაჰათთინ დემირტაშის თქმით, მისი მხარდამჭერები "ლინჩის წესით გასამართლების კამპანიის" საფრთხის წინაშე დგანან. მისივე თქმით, მხოლოდ მათი პარტიის ოფისებზე თავდასხმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 400-ჯერ განხორციელდა.

გუშინ ნაციონალისტები ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისებს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ქურთმა მებრძოლებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით გამწვავდა.

ქურთების წინააღმდეგ ანკარა ავიაერიშებს ახორციელებს სირიაშიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა