თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

"ჩვენს ქვეყანაში მშენებლობები ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მიმდინარეობს. ენერგოეფექტურობა დაცული არ არის. პრაქტიკულად, კედლების შემოზღუდვა ხდება. ამდენად, ენერგიის მხოლოდ 30% -ს ვიყენებთ, დანარჩენ 70%-ს კი ჰაერში ვიხდით. ეს ჩვენი რეალობაა", - ამბობს bpn.ge-თან საუბარში ენერგოაუდიტორი, თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მეფარიშვილი, რომელმაც ენერგიის დაზოგვის მიზნით, თბოსაიზოლაციო ფილა გამოიგონა.

- ჩემი გამოგონება საკუთარ ბინაში გამოვცადე და მოლოდინი სავსებით გამართლდა. გარდა იმისა, რომ ზაფხულში ბინა გრილია და კონდინციონერის გამოყენება არ გვჭირდება, ზამთარში კედლები სითბოს ინარჩუნებს და გათბობაში მინიმალურ თანხას ვიხდი.

- რისგან არის დამზადებული და ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა?

- თბოსაიზოლაციო ფილები ბუნებრივი მინერალებისგან არის დამზადებული. ზუსტ მასალას ვერ დაგისახელებთ, რადგან ჯერ დაპატენტებული არ მაქვს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ეს ფილები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

- ძვირი ჯდება მისი დამზადება? სამშენებლო კომპანიებს შესთავაზეთ?

- არა, ძვირი არ ჯდება. რასაც გაჯით გალესვაში ხარჯავენ, იმაზე ერთი დოლარით მეტი შეიძლება დაჯდეს. რამდენიმე მშენებელს შევთავაზე. ავუხსენი, რომ მცირე დანახარჯის გარდა, სერიოზულ ეკონომიას იძლევა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა-მეთქი, მაგრამ პასუხად მივიღე, გაჯით გალესვა უფრო იაფი მიჯდება და სხვა ნაკლებად მაინტერესებსო. სამწუხაროდ, გაჯსა და თბოსაიზოლაციო ფილებს შორის განსხვავება ვერ იპოვეს. ცნობისთვის, ამ ფილის გაკვრა გაულესავ კედლებზეც შეიძლება. ფილას კედლის მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი მიაქვს. ჩვენს რეალობაში, როცა ენერგიას განუსაზღვრელი რაოდენობით ვიყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან მშენებლობების დროს ენერგოეფექტურობა დაცული არ არის.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ