იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა: დაიტბორა ქალაქები და სოფლები, გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა: დაიტბორა ქალაქები და სოფლები, გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

იაპონიაში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. "როიტერის" ცნობით, ასობით ათას ადამიანს მთავრობა დროებით სახლების დატოვებას ურჩევს.

ტაიფუნ "ეტაუს" შედეგად ცენტრალურ და აღმოსავლეთ იაპონიაში დაიტორა ქალაქები და სოფლები, გადაუღებელმა წვიმამ კი რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია. დაკარგულია ერთი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. წყალდიდობაა დედაქალაქ ტოკიოშიც. სტიქიის შედეგად შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. გაუქმდა ათობით ავია და სარკინიგზო რეისი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა