ჰილარი კლინტონმა გაამხილა, თუ რა მოწონს პუტინში

ჰილარი კლინტონმა გაამხილა, თუ რა მოწონს პუტინში

ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის მთავარი კანდიდატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში ბრუკინგსის უნივერსიტეტში გამოსვლისას რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და მის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას შეეხო. კერძოდ კი მან დაასახელა რუსეთის პრეზიდენტის ერთი მახასიათებელი, რომელსაც ყველაზე მეტად მოსწონს.

”პუტინის არ აქვს ბევრი მახასიათებელი, რომელიც შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ ის, რომ მას შეუძლია ადგეს და განაცხადოს: "მე თქვენი შემდეგი პრეზიდენტი ვიქნები", თავისებურ მომხიბვლელობას ატარებს", - იხუმრა მან ბლიც გამოკითხვის დროს.

ამასთან კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონმა უნდა გაანგრძოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

"მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ შეთანხმებული ქმედებები, რომ რეალურად გავზარდოთ დეფიციტი რუსეთისთვის და განსაკუთრებით კი, პუტინისთვის. მე ვფიქრობ, რომ მოცემული მომენტისთვის საკმარისი არ გავაკეთეთ", - განაცხადა კლინტონმა და დაამატა, რომ მისი აზრით, რუსეთის მთავარი ამოცანა ამერიკული სიძლიერის შესუსტება და ნებისმიერი ასპექტიდან კუთხეში მიმწყვდევაა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა