იაპონიაში წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

იაპონიის რამდენიმე პრეფექტურაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. "ევრონიუსის" ცნობით, წყალდიდობის გამო იბარაკისა და ტოტიგის რეგიონებში ასობით ადამიანი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, 25 კი კვლავ დაკარგულია. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები. ასობით ადამიანმა მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. სინოპტიკოსების ცნობით, იაპონიაში დღესაც გადაუღებელ წვიმას ელოდებიან. რამდენიმე ადგილას არის მეწყერის საშიშროებაც.

410 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ სენდაიდან. იაპონიაში სტიქიას უკვე მესამე დღეა ებრძვიან. გადაუღებელი წვიმა და მეწყერები ტაიფუნმა "ეტაუმ" გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა