ISIS-ს ბოევიკებმა ტყვეების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყეს

ISIS-ს ბოევიკებმა ტყვეების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყეს

ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა განაცხადა, რომ ტყვედ ჰყავს აყვანილი ორი უცხოელი - ნორვეგიელი და ჩინელი მოქალაქე. ბოევიკები ამბობენ, რომ ერთი 48 წლის ოსლოში მცხოვრები ოლე იოჰან გრიმსგაარდ ოფსტადია, ხოლო მეორე 50 წლის პეკინელი ფან ცზინჰუეი.

ტერორისტებს სურთ მძევლების გათავისუფლებაში გამოსასყიდი მიიღონ. მათ ფოტოებზე ბოეიკებმა წარწერები გააკეთეს ”იყიდება ნორვეგიელი ტყვე” და ”იყიდება ჩინელი ტყვე” და ინტერნეტში გაავრცელეს. ნორვეგიის პრემიერ მინისტრის თქმით, მთავრობამ იცის, რომ სირიაში მათი მოქალაქე გაიტაცეს. ”ეს სერიოზული და რთული საკითხია. ჩვენი მიზანია უვნებელი დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქე სახლში” - განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობა წინააღმდეგია შეასრულოს ტერორისტების მოთხოვნები, შესაბამისად გამოსასყიდს არ გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ თუ მამაკაცებს არ გაათავისუფლებენ, მათ სასტიკი სასჯელი ემუქებათ ISIS-ს მხრიდან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა