საბერძნეთის სანაპიროსთან 30-მდე მიგრანტი დაიღუპა

საბერძნეთის სანაპიროსთან 30-მდე მიგრანტი დაიღუპა

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ფრანსპრესი" სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, 68 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 29 ადამიანმა კი ნაპირზე გადასვლა დამოუკიდებლად მოახერხა. ამ დროისთვის უცნობია, რომელი ქვეყნიდან არიან მიგრანტები.

გემი კუნძულ ფარმაკონისისთან ჩაიძირა, სადაც საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებში, ბოლო მონაცემებით, 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და მათი რიგები ყოველდღიურად ათასობით მიგრანტით ივსება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა