ზაფხულში მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა და მისმა ბიჭუნამ - დანიელმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს: დედა-შვილი ერთად მშვიდ გარემოში ისვენებდა. ამასობაში კი დანიელის მამა - ირაკლი კეიდია სერიალ "ქერჩის" გადაღებაში მონაწილეობდა... ამჟამად, ნანკა მუსიკისა და დრამის თეატრში რეპეტიციებს გადის - სპექტაკლის "სამი და" პრემიერისთვის ემზადება.
- ნანკა, შეგიძლია, მუსიკისა და დრამის თეატრში შენი პირველი როლი გაიხსენო?
- ეს იყო დოის სპექტაკლში - "მაკულატურა". საინტერესო პიესა გახლდათ. სხვათა შორის, "მაკულატურაში" ჩემი როლი ბევრ რამეში დამეხმარა: ცხოვრებაში რთული პერიოდის გაანალიზებაში, ფასეულობების გადაფასებაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში... თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო.
- პირველი ჰონორარი...
- 12 წლის ვიყავი, როცა საყმაწვილო თეატრიდან სპექტაკლით ჩეხეთში გავემგზავრეთ. პირველი ჰონორარი იქ ავიღე და ძალზე გაკვირვებული ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი ფული კარგი რამ ყოფილა.
- რაში დახარჯე, გახსოვს?
- საჩუქრებში. თან, მაშინ დისშვილი გამიჩნდა და მისთვის საჩუქრების შეძენით ვერთობოდი, ეს ძალიან მომწონდა.
- პირველი პაემანი...
- პაემნები არ მქონია, ამიტომ ვერ გავიხსენებ (იცინის)... ვიდრე ადამიანს შევიყვარებდი, მანამდე მასთან დიდხანს ვმეგობრობდი, ამიტომ პაემნის პონტი არ მქონია. ასეთი რაღაცები არ მიყვარს.
- პირველი სიყვარული...
- 19 წლის ასაკში მეწვია. ჩემი ჯგუფელი იყო.
- პირველი სიგარეტი...
- ზღვაზე ყოფნისას, 25 წლისამ მოვწიე და ამას ძალიან ვნანობ.
- მოწევა რატომ გადაწყვიტე?
- ამაზე პირდაპირი პასუხი მაქვს: იდიოტი ვარ! 25 წლამდე სიგარეტი არ მომიწევია. სამწუხაროდ, ახლა ვეწევი. 4 თვე თავი დანებებული მქონდა, მაგრამ ისევ დავიწყე... უნებისყოფობა მჭირს. თან, მოწევა ისეთ ასაკში დავიწყე, როცა ხალხი თავს ანებებს...
- შენ შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი...
- სხვათა შორის, ჩემზე ჭორების გავრცელება აჩიკო მეფარიძის კლიპში გამოჩენის შემდეგ დაიწყეს. პირველი ჭორი, რომელიც შევიტყვე, ის იყო, რომ თითქოს, გადასაღებ მოედანზე მართლა ნარკოტიკს ვიღებდი. ძალიან მეწყინა, რადგან მეგონა, კარგად ვითამაშე, მაგრამ თურმე, "არ მითამაშია" (იცინის). ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი.
- შვილმა პირველად რით გაგაოცა?
- რაღა დაგიმალოთ და, ყოველდღე მაოცებს. ყველა მის საქციელს გიჟივით ვაკვირდები. აი, ძილში რომ მეფერება, ამაზე ვგიჟდები: თვალს ოდნავ გაახელს, დამინახავს, უხარია და სახეზე მეფერება...
- პირველი რეაქცია, როცა შენი ბიჭუნა დაინახე... განაგრძეთ კითხვა