თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს

თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს

თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს, რომელიც ჯიზრის დასახლებულ პუნქტში დააკავეს. ამის შესახებ military-informant.com წერს. 4 სექტემბერს ჯიზრში ხუთასამდე სპეცნაზის თანამშრომელი მუშაობდა წმენდაზე, რომლებიც ქალაქში ქურთების ამბოხების დასაცხრობად შეიყვანეს. მორიგი სპეცოპერაციის დროს თურქულმა სპეცნაზმა 14 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც როგორც თვითმხილველების გადაღებულ ფოტოზე ჩანს, წინააღმდეგობას არ უწევდა მათ. მოგვიანებით მისი სხეული მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და დასერილი ყურებით ქალაქის გასასვლელში იპოვნეს.

ქურთი მოზარდის სხეულზე აღმოჩენილია წამების ნიშნები, რის შემდეგაც ახალგაზრდა გულში პირდაპირი გასროლით მოკლეს ახლო მანძილიდან. ინციდენტი 10 სექტემბერს მოხდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა