"პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე

 "პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე

მომღერალი მაკა ზამბახიძე ერთ თვეში ქმართან, ვახო ჭუმბურიძესთან და შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად წყნეთში გადადის საცხოვრებლად. მომღერალმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და საკუთარი ბუდე მოიწყო, სადაც თითოეული ნივთი, დეტალი მისი გემოვნებით არის შერჩეული. ამ სასიამოვნო ცვლილებას კიდევ ერთი ემატება - მაკა ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტებში მონაწილეობს. ამ სიახლეებზე მომღერალი "სარკესთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვცხოვრობ, რაც ჩემს სულიერ სამყაროს ასაზრდოებს. ახალი სიმღერა ჩავწერე, ვიდეორგოლი გადავიღე და მალე მსმენელი სატელევიზიო სივრცეში იხილავს. მალე ახალ სახლს ვამთავრებ და ამასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.

- ახალ სახლში როდის გეგმავთ გადასვლას?

- მაქსიმუმი, ერთ თვეში გადავალთ. მხოლოდ დეტალები მაქვს გასაკეთებელი და აუცილებლად დაგპატიჟებთ. ყველაფერი ჩემი დიზაინითა და ხედვითაა გაკეთებული. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გრანდიოზულია, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც თვალს მოგჭრით და, ვაუ, რა უცხოაო, იტყვით.

- თქვენი ქმარი, ვახო, ჩართული იყო მშენებლობის, რემონტის პროცესში?

- ასეთი რაღაცეები არ ეხერხება. კარგი შემფასებელია, მხოლოდ იმას ამბობდა, მოსწონდა თუ არა ის, რასაც მე ვაკეთებდი.

- ესე იგი ქალაქგარეთ ცხორვებისთვის ემზადებით?

- დილაობით აივანზე ყავის დალევისა და სულიერი სიმშვიდისთვის ვემზადები. წყნეთში გადავდივართ. ისეთი მაგარი ეზო მაქვს, წამოსვლა აღარ მოგინდებათ. სულ ტყეშია და ხის სახლია. მეტს აღარ გეტყვით, როცა მესტუმრებით, დანარჩენს მაშინ ნახავთ.

- ცოლ-ქმარს ერთმანეთთან გულახდილი საუბრების, აზრების გაზიარების მომენტები ხშირად გაქვთ?

- მე და ვახო დილით და გვიან საღამოს ვნახულობთ ერთმანეთს, როდესაც სახლში ძალიან დაღლილები ვბრუნდებით. ხშირად ამასთან დაკაშვირებით კონფლიქტიც მოგვდის, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩემი საქმეა, მასაც თავისი საქმე აქვს, ამიტომ უნდა გავუძლოთ.

- როგორი ხელშეწყობა გჭირდებათ ვახოსგან, რომ შინ და გარეთ თავი ბედნიერ ქალად იგრძნოთ?

- პრობლემებს არასოდეს მიქმნის. ოღონდაც რაღაც ვაკეთო და სულ ჩემ გვერდითაა, მაგრამ დღის განმავლობაში ცალ-ცალკე ყოფნა გვიწევს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვახოსთან ერთად წასვლაზე უარი მითქვამს, რის გამოც ასევე კონფლიქტი მოგვსვლია და უთქვამს, ჩემთვის არასოდეს გცალია, ჩემ გვერდით არასოდეს ხარ, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჩემთან ერთად წამოხვიდეო?

- თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ ურჩიოთ ახალგაზრდა წყვილებს, როგორ ააწყონ ურთიერთობა?

- ნაკლები პობლემები მოახვიეთ ერთმანეთს, თორემ დროთა განმავლობაში ეს ილექება და სიყვარული ქრება. ურთიერთობას ფაქიზად მოექეცით. პრობლემებს მეც და ვახოც ერთობლივად განვიხილავთ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და თავად მოვაგვაროთ. პრობლემური არავის სჭირდები, თუ დედას და მამას არ ჩავთვლით. რეალიზებული, საქმეში წარმატებული უნდა იყო და შენი პრობლემები შეძლებისდაგვარად თავად უნდა გადაჭრა. სიყვარული, გაგება და გატანა რომ მთავარია, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ თუ დამატებით ასეთ დეტალებსაც გავითვალისწინებთ, ურთიერთობა ნამდვილად არ დაზიანდება.

- ქმარს ისევე ეპრანჭებით, როგორც მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?

- პრანჭიკელა ვარ. ვახოს ალბათ ისე ძალიან აღარ ვეპრანჭები, როგორც ადრე. იმ პერიოდს ვერაფერი შეედრება, როდესაც ურთიერთობას ვიწყებდით და ფლირტი გვქონდა. ის დრო შეუდარებელია და ვერ განმეორდება.

- თქვენს წყვილს კონკრეტულად რა სირთულეების გადალახვა მოუწია?

- რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, რამაც გარკვეული პერიოდი იმოქმედა კიდეც ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია, პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება