"ყველა ერი ჩაიძირება, ადამიანები მშივრები და შიშვლები ივლიან" - ვანგას წინასწარმეტყველება ახლოვდება?

"ყველა ერი ჩაიძირება, ადამიანები მშივრები და შიშვლები ივლიან" - ვანგას წინასწარმეტყველება ახლოვდება?

ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას წინასწარმეტყველებები მისი ბიოგრაფიით დაინტერესებულ ბევრ ადამიანს არ აძლევს მოსვენებას. 80-იან წლებში მან ბევრი ადამიანის სიკვდილი იწინასწარმეტყველა. "უბედურება ყოველი მხრიდან გამოჩნდება, ყველა ერი ჩაიძირება... ადამიანები ფეხშიშველი ივლიან ტანსაცმლის გარეშე, არ ექნებათ საკვები, საწვავი და შუქი", - ამბობდა ვანგა. თუ აქამდე მის სიტყვებს ფინანსურ კრიზისს უკავშირებდნენ, ახლა თვლიან, რომ ვანგამ დევნილების ამბები იწინასწარმეტყველა.

ვანგა სირიის შესახებ

"დადგება მძიმე დროება. ადამიანები რწმენის მიხედვით დაიყოფიან... სირია გამარჯვებულის ფეხებთან განერთხმება, გამარჯვებული კი ის არ იქნება... ძმა ძმის წინააღმდეგ წავა, დედები საკუთარ შვილებს მიატოვებენ. ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნებს..", - ასეთი იყო ვანგას წინასწარმეტყველება 1978 წელს.

ვანგა ევროპის შესახებ 2016 წლისთვის

"ის რაც გაერთიანდა, ნაწილებად დაიშლება. ეს რუსეთის სიახლოვეს მოხდება". აქამდე ითვლებოდა, რომ ვანგა ევროკავშირს გულისხმობდა, მაგრამ ამჟამად თვლიან, რომ ნათელმხილველი უკრაინაზე საუბრობდა.

"სამხრეთ ნახევარსფეროში რადიოაქტიული ნარჩენების ჩაყრის შედეგად გაწყდებიან ცხოველები და მცენარეები. შემდეგ მუსულმანები დაიწყებენ ქიმიურ ომს ცოცხლად გადარჩენილი ევროპელების წინააღმდეგ". დღეს ექსპერტები შიშობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ატომურ ტექნოლოგიებს მოიპოვებენ და ბომბებს შექმნიან. ვანგას თქმით, 2043 წელს "ევროპას მუსულმანები წარმართავენ".

ვანგა რუსეთის შესახებ

"ყველაფერი ყინულივით გალღვება, მხოლოდ ერთი დარჩება ხელუხლებელი - ვლადიმირის დიდება, რუსეთის დიდება. ძალიან ბევრი რამაა მსხვერპლად შეწირული. ვერავინ შეძლებს რუსეთის შეჩერებას. ის ყველაფერს წალეკავს თავის გზიდან და არა მხოლოდ გადარჩება, არამედ სამყაროს მბრძანებლად იქცევა. მას ძალები ღმერთმა მისცა", - იწინასწარმეტყველა ვანგამ 1979 წელს.

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?