საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი თბილისში დაბრუნდა. თუმცა, ჰოლანდიიდან საქართველოში სანდრა მარტო არ ჩამოსულა, მას უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი და ოთხფეხა მეგობარი ახლავს. როგორც "ფეისბუქიდან" გაირკვა, ოსკარი ჯერ მხოლოდ ხუთი თვისაა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ყოფილმა პირველმა ლედიმ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები მოინახულა. გარდა ამისა, ივნისში სანდრა სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს ესტუმრა და უმცროს შვილთან ერთად საჩუქრები გადასცა.

