ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს განხორციელებულ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. ტერაქტებს ბაღდადში 23 ადამიანი შეეწირა, 70-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ორი აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც მაღაზიებია განთავსებული და რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული.
ამ დრომდე ბაღდადში შიიტებით დასახლებულ უბნებში არაერთი თავდასხმა განხორციელებულა, მათი უმრავლესობა სუნიტი მებრძოლების მიერ იყო ორგანიზებული.