14 წლის მუსლიმი ბიჭის მიერ შექმნილი საათი სკოლაში ბომბი ეგონათ, რის გამოც დააკავეს

14 წლის მუსლიმი ბიჭის მიერ შექმნილი საათი სკოლაში ბომბი ეგონათ, რის გამოც დააკავეს

ტეხასის შტატში მცხოვრები 14 წლის მუსლიმი აჰმედ მოჰამედი პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ ბიჭმა სკოლაში ხელნაკეთი საათი მიიტანა, რათა მასწავლებლები საკუთარი გამოგონებით მოეხიბლა. თუმცა, მასწავლებლებს საათი ბომბი ეგონათ და პოლიციაში დარეკეს.

მოსწავლემ საათი ერთ-ერთ მასწავლებელს აჩვენა, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ ის არავისთვის ეჩვენებინა. ბიჭმა საათი ზურგჩანთაში შეინახა. შემდეგ გაკვეთილზე საათის მაღვიძარამ დარეკა, ამიტომ აჰმედს მოუხდა საათის სხვა მასწავლებლისთვის ჩვენებაც. ქალმა საათის დანახვაზე განაცხადა, რომ ის ბომბს ჰგავდა და პოლიციას დაუკავშირდა. ბიჭი არასრულწლოვანთა დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც თითის ანაბეჭდები აუღეს. მასწავლებლებთან ერთად პოლიციაც ეჭვობდა, რომ საათი ბომბი შეიძლებოდა ყოფილიყო. სკოლის დირექტორი აჰმედს გარიცხვით დაემუქრა, თუ ბიჭი არ აღიარებდა წერილობითი ფორმით, რისთვის შექმნა ეს მოწყობილობა.

14 წლის მოსწავლე სამი დღით დაითხოვეს გაკვეთილებიდან. პოლიცია კი აგრძელებს მომხდარზე გამოძიებას. აჰმედის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში. აჰმედს მარც ცუკერბერგი და ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი გამოეხმაურნენ.

"რაიმეს შექმნის სურვილი და ნიჭი აპლოდისმენტებს უნდა იწვევდეს და არა დაკავებას. მომავალი ისეთი ადამიანების ხელშია, როგორიც აჰმედია. აჰმედ, თუ ოდესმე მოგინდება "ფეისბუქის" ოფისის მონახულება, დიდი სიამოვნებით შეგხვდები. განაგრძე შენი საქმე", - წერს მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"მაგარი საათია აჰმედ. გინდა თეთრ სახლში მოიტანო? ჩვენ უფრო მეტ ასეთ ადამიანს უნდა შთავაგონოთ, რომ მეცნიერება შეიყვარონ. სწორედ ასეთი ადამიანები ხდიან ამერიკას დიდებულ ქვეყნად", - ასე გამოეხმაურა ბარაკ ობამა მომხდარს საკუთარი "ტვიტერით".

აჰმედის ოჯახი ამერიკაში სუდანიდან გადავიდა. მოსწავლის მამა დარწმუნებულია, რომ მასწავლებლების და პოლიციის ქცევა ისლამოფობიაა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა