უკრაინული მედია სააკაშვილის ქართულ და უკრაინულ "ჰარამხანაზე" - მიშას ქალები "საიდუმლო მასალებში"

უკრაინული მედია სააკაშვილის ქართულ და უკრაინულ "ჰარამხანაზე" - მიშას ქალები "საიდუმლო მასალებში"

უკრაინულ ტელეარხზე "2+2" მიხეილ სააკაშვილს სიუჟეტი მიუძღვნეს, სადაც გადაცემა "საიდუმლო მასალების" ავტორებმა "გამოძიება ჩაატარეს" და მაყურებელს უამბეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეიძლება ოდესის ოლქში კარიერის გაკეთება, არამედ გაიხსენეს სააკაშვილის "ამურული დამსახურებები" საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში.

"ამჟამად ოდესის ოლქში წარმატებული ჩინოვნიკის კარიერის ასაწყობად ძალიან ცოტა რამაა საჭირო: თუ მამაკაცი ხარ, უნდა იყო ქართველი, ხოლო თუ ქალი ხარ, უბრალოდ, უნდა იყო ლამაზი 30 წლამდე გოგონა. სააკაშვილს ყოველთვის უყვარდა ლამაზი ქალების დახმარება - სასიყვარულო ისტორიები ჯერ კიდევ საქართველოში მმართველობის დროიდან იწყება", - ყვებიან სიუჟეტში (იხილეთ ვიდეო)

ჟურნალისტებმა მაყურებელს შეახსენეს, თუ როგორ ხდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მომხიბვლელი გოგონების კარიერული წინსვლა.

"2005 წელს სააკაშვილის პრეს-მდივანი გახდა 20 წლის ჟურნალისტი ალანა გაგლოევა. მოგვიანებით მომღერალი ნინა წკრიალაშვილი შოუ-ბიზნესიდან ქვეყნის კულტურის სამინისტროში აღმოჩნდა. 2010 წელს კანადიდან ჩამოსული ვერა ქობალია მომენტალურად დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. "პრეზიდენტის ჰარამხანიდან" ჩინოვნიკის პოსტზე მოხვდნენ აგრეთვე ხათუნა კალმახელიძე და ნინო კალანდაძე", - ნათქვამია სიუჟეტში.

უკრაინაში მოხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა ჩვევები არ დაივიწყა, - აღნიშნავენ სიუჟეტის ავტორები.

"მაგალითად, ახლა ოდესის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე "ფასდაუდებელი სპეციალისტი" იულია მარუშევსკაიაა, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნამდე საერთოდ არ ჰქონია სამუშაო გამოცდილება. ახლახან "ჰარამხანა" შეივსო 28 წლის ანა პენჩოვათი, რომელიც ოდესის პოლიციის პრესსამსახურს ჩაუდგა სათავეში. აგვისტოში "სილამაზის დამფასებელმა" მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ სამსახურიდან გაეგდოთ სასაზღვრო სამსახურის ყველა თანამშრომელი და ისინი ჩაენაცვლებინათ "სამოდელო გარეგნობის ახალგაზრდებით", - ყვებიან "2+2"-ზე გასული სიუჟეტის ავტორები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა