როტერდამის პოლიციამ ტუალეტში ჩაკეტილი მამაკაცის გამო მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელა

როტერდამის პოლიციამ ტუალეტში ჩაკეტილი მამაკაცის გამო მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პოლიციამ პარიზისკენ მიმავალი მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელა.

"ბლუმბერგის" ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი მამაკაცი ტუალეტში ჩაიკეტა. პოლიცია მამაკაცთან დაკონტაქტებას ცდილობს. უცნობია ტუალეტში ჩაკეტილი მამაკაცის მიზანი. ასევე უცნობია, არის თუ არა ის შეიარაღებული.

როგორც პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მგზავრებს საფრთხე არ ემუქრება. მატარებელი, რომლიდანაც ევაკუაცია განხორციელდა, ამსტერდამიდან პარიზში მიემგზავრებოდა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობას განაგრძობენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა