"ხალხი საოცარია, ვარ ძალიან ამაყი და მადლობას ვუხდი საქართველოს" - ნასტასია კინსკი ბათუმშია

"ხალხი საოცარია, ვარ ძალიან ამაყი და მადლობას ვუხდი საქართველოს" - ნასტასია კინსკი ბათუმშია

გერმანელი მსახიობი ნასტია კინსკი კინოფესტივალ BIAFF-ის ფარგლებში ბათუმში იმყოფება. ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ის კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. ანასტასია კინსკიმ ჯილდოს მიღების შემდეგ აუდიტორიას მადლობა გადაუხადა იმ სითბოსთვის, რომელიც ბათუმში ყოფნის დღეებში მის მიმართ გამოხატეს. მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ბათუმი ძალიან მოეწონა:

"ხალხი ძალიან საოცარია. საქართველოში ძალიან დიდ ცვლილებებს აქვს ადგილი. მომწონს ბათუმი, რომელიც სავსე არის ხელოვნებით, ახალი იდეებით. ვარ ძალიან ამაყი და მადლობას ვუხდი საქართველოს, მადლობა ამ შანსისთვის", - აღნიშნა ნასტასია კინსკმა.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები - გამოვლინდნენ. კინომატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ნასტასია კინსკთან ერთად, საპატიო სტუმრები ლანა ღოღობერიძე და ბაადურ წულაძე დაჯილდოვდნენ.

საავტორო ფილმების ფესტივალი 13 სექტემბერს გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ 80-მდე სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებიც გაიმართა. BIAFF-ის დახურვის ღონისძიება ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება