"ბევრი მეგობარი მყავს, ხანდახან - არც ერთი..." - რას ამბობდა ზუზუ ბეჟაშვილი 3 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში

"ბევრი მეგობარი მყავს, ხანდახან - არც ერთი..." - რას ამბობდა ზუზუ ბეჟაშვილი 3 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჟურნალ "გზის" არქივში მოიპოვება ინტერვიუ, რომელიც მსახიობთან 2015 წელს არის ჩაწერილი. ზუზუ ბეჟაშვილი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს და საკუთარ თავს ახასიათებს. ამბობს, რომ არ უყვარს შეზღუდვები, არ ზღუდავს დედა და ამიტომაც, კარგად გრძნობს თავს მასთან...

გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო სტატიიდან:

"თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს". ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია.

უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები. ნაკლებად მეოჯახეა. გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას. იოლად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია, მოანდომო ოჯახის შექმნა. დამოუკიდებლობა არ ეთმობა, მაგრამ ეს ნაბიჯი თუ გადადგა, ოჯახს აღარასდროს დაანგრევს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- წლების წინ ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებდა, არადა, გარშემო ბუმი იყო, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. ცოტა ხნის წინ, ძველი ასტროლოგიური წიგნი ჩამივარდა ხელში და წავიკითხე თუ არა, ბევრი რამ მენიშნა. მეცნიერებაა და როგორ შეიძლება, არ დავიჯერო? - ამბობს ზუზუ.

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს", - წერია შენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?

- აბა, რა! ხომ იცი, რომ ასეთი ვარ. თავისუფლების შეზღუდვა ჩემთვის იგივეა, რაც ციხეში წასვლა. შორს გაწერილი გეგმითაც არასდროს მიცხოვრია. მაქსიმუმ, შეიძლება ვიცოდე, ხვალ რას გავაკეთებ, გადაღება მაქვს თუ არა. ადამიანები 5-წლიან გეგმებს რომ აწყობენ, ამაზე მეცინება. სპონტანურობა მირჩევნია.

- როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ ვიღაც შენს შეზღუდვას ცდილობს?

- გააჩნია, "ის" ვინ არის. თავს ვერავის შევაზღუდვინებ. ყველას თავისებურად ვექცევი. არ მზღუდავს დედა და მასთან თავს კარგად ვგრძნობ.

- "ენერგიული და დაუმორჩილებელია".

- მართალია, დაუმორჩილებელიც ვარ და ენერგიულიც. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტი, როცა სფინქსივით, ფერფლიდან აღვმდგარვარ და ახალი ცხოვრება დამიწყია. ესეც დრაკონისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მე არ მეშინია ცუდი პერიოდების. ვიცი, ამას აუცილებლად კარგი და ბედნიერი დღეები ჩაანაცვლებს.

- შენი ენერგიის წყარო რა არის?

- საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია.

- საკუთარ თავთან კონფლიქტი რამდენად გაქვს?

- არ მაქვს. ვიდრე შენ არ მოგეწონება საკუთარი თავი, სხვას არ მოეწონები. უნდა იცოდე, რომ რაღაცაში მაინც, არაჩვეულებრივი ხარ, ოღონდ - ამას აფიშირება არ უნდა გაუკეთო. როცა ამ განცდას ვკარგავ, მერე დისჰარმონია მექმნება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- "ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".

- შეიძლება, გარეგნულად ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობით გამოვირჩევი. უსამართლობას ვერ ვეგუები. სადაც ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობაა, ადამიანს ფეხებსაც კი დავბან, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ ვალდებული ვარ, დავბანო, სხვაგვარად მოვექცევი.

- გამოწვევების გეშინია?

- არ მეშინია, მაგრამ ზოგჯერ მეზარება.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია"

- მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, რაც უნდა შემეშალოს, დედის იმედი ყოველთვის მაქვს განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს