უკრაინა ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის - პეტრო პოროშენკო

უკრაინა ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის. როგორც "ლიგა.ნეტ" იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მზად არის თუ არა ახლა უკრაინა, გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი ძალიან მარტივია, არა. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ნატო-ს კარი უკრაინისთვის 2008 წელს გაიხსნა, როცა ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე შესაბამისი განცხადება გაკეთდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა