რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი 9 ერთობლივ დოკუმენტს გააფორმებენ

რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი 9 ერთობლივ დოკუმენტს გააფორმებენ

წლის ბოლომდე რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 9 ერთობლივ დოკუმენტს გააფორმებენ. როგორც "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ხლოპონინმა, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოქმედ მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომის გახსნაზე განაცხადა. დოკუმენტების გაფორმება ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში იგეგმება.

"შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია 9 ერთობლივი დოკუმენტის გაფორმება, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში ჩვენი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ არის მიმართული. კერძოდ, ესენია განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, კანონმდებლობის დახვეწისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროები", - განაცხადა ხლოპონინმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარ მოკავშირედ კვლავ რჩება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა