ვიქტორია პლეშაკოვას "ცხელი" ფოტოსესია

ვიქტორია პლეშაკოვას "ცხელი" ფოტოსესია

მოდელი ვიქტორია პლეშაკოვა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ცხელ" ფოტოსესიას აქვეყნებს. ვიქტორია ქართულმა საზოგადოებამ ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო, სადაც მას პარტნიორობას რამაზ ლაზარიშვილი უწევდა.

ვიქტორია პლეშაკოვა 1984 წლის 24 ივლისს თბილისში დაიბადა. 14 წლის ასაკში ის ერთ-ერთმა დიზაინერმა სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, საიდანაც მისი კარიერული წინსვლა  დაიწყო. 1999 წელს ვიქტორიამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში "მის თბილისი", სადაც იგი "მის მომავალი მოდელის" ტიტულის მფლობელი გახდა.

ვიქტორია პლეშაკოვას ამერიკაში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. 15 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი "მეტროპოლიტენ მოდელ ეიჯენსთან", რომელიც ამერიკაში წამყვანი სამოდელო სააგენტოა. იქიდან სამუშაოდ "ელიტში" გადავიდა. პლეშაკოვას 50 ბრენდის ფოტოსესიაში თუ ჩვენებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის არის "შანელი", "ეივონი", "პანტენი" და ა.შ. მონაწილეობას იღებს ნიუ-იორკის და მაიამის მოდის კვირეულებში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვიქტორია პლეშაკოვა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებთან ერთად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება