მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა. [იხილეთ ვიდეო]

მექას სიახლოვეს მდებარე მინას ხეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება, მინას ხეობაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა.

მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ჩადის. საუდის არაბეთის მონაცემებით, წელს ჰაჯში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. მექაში ტრაგიკული ინციდენტი 11 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ, ამწის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა