ჰიბრიდებს - შეღავათი, მარჯვენასაჭიანებს - შეზღუდვა

ჰიბრიდებს - შეღავათი, მარჯვენასაჭიანებს - შეზღუდვა

საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. კანონპროექტი უკვე მზადაა და თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას გაითვალისწინებენ, შეღავათი 2016 წლიდან ამოქმედდება. პარალელურად კი, უმსხვილესი ავტოიმპორტიორები მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე სპეციალური რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართვლეოში საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებასა და საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება და სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ყველა თანხმდება, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიის, "კავკასიის ბიზნეს ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი სურგულაძის თქმით, პრობლემას ნაწილობრივ ახალ სტანდარტებზე გადასვლა და მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება მოაგვარებს. "მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში "ევრო 4"-ის სტანდარტი შემოვიდეს. აზერბაიჯანმა ეს სტანდარტი შემოიღო და საქართველოც უნდა მოერგოს იმ ბაზარს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა იაპონიიდან მარჯვნასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა. ეს მიმართულება უკვე პირველ ადგილზეა და რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი ქვეყნების იმპორტს. ეს იაფიანი სეგმენტია. ამის გამო, 2-3 წელიწადში მანქანების უმრავლესობა საქართველოში მარჯვენასაჭიანი იქნება, რაც არანორმალურია. სახელმწიფომ ესეც უნდა დაარეგულიროს, გარკვეული რეგულაციაა მისაღები. ასეთი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივა არსებობდა, თუმცა, როგორც ვიცი, შეჩერდა, ალბათ, სოციალური ფონის გათვალისწინების გამო", - განაცხადა "კომერსანტთან" საუბრისას გიორგი სურგულაძემ.

გარდა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შეზღუდვისა, უკვე რამდენიმე თვეა, სპეციალისტები აქტიურად განიხილავენ და ხელისუფლებასაც მოუწოდებენ ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების იმპორტის წახალისებისკენ. ამის თაობაზე "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკანონმდებლო ინიციატივაც მოამზადეს, რაც ჰიბრიდული ძრავას მქონე მსუბუქი ავტომობილების აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. "ასეთი მანქანების პოპულარიზაცია შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას", - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ