მექაში, ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალის დროს 717 ადამიანი დაიღუპა

მექაში, ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალის დროს 717 ადამიანი დაიღუპა

გუშინ, საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 717-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 900 დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა.

მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ჩადის. საუდის არაბეთის მონაცემებით, წელს ჰაჯში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. მექაში ტრაგიკული ინციდენტი 11 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ, ამწის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა.

იხილეთ გალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა