ჩილეში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 6,2 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები კოკიმბოს ოლქში, 38 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სტიქიური უბედურების გამო, ჩილეში რამდენიმე საათით ევაკუაცია გამოცხადდა. თუმცა, როგორც სეისმოლოგებმა განაცხადეს, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა 16 სექტემბერსაც მოხდა. 8,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, უამრავი კი დაშავდა. ჩილეს მთავრობამ სეისმური ზონიდან ერთი მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა