მიშელ ობამას ულამაზესმა კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია

მიშელ ობამას ულამაზესმა კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია

თეთრი სახლის მიერ გამართულ სახელმწიფო ვახშამზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკა ობამამ და პირველმა ლედიმ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი და პირველი ლედი ფენგი მიიღეს. თუმცა, საზოგადოების ყურადღება გამართული ღონისძიების ნაცვლად, მიშელ ობამას ულამაზესმა კაბამ მიიქცია.

როგორც ცნობილია, პირველ ლედის ჩინელი დიზაინერის ვერა ვანგის კაბა ემოსა. შეგახსენებთ, რომ დიზაინერის პროდუქცია განსაკუთრებით პატარძლებს შორის არის პოპულარული.

16 წლის განმავლობაში ვერა ერთ–ერთი მოდური ჟურნალის რედაქტორი იყო, თუმცა, 1985 წელს დაკავებული პოსტი მიატოვა და რალფ ლორენსს შეუერთდა. 1990 წელს ვერამ თავისი დიზაინერული ხაზი გახსნა ნიუ იორკში, სადაც მისი საქორწინო კაბების კოლექცია იყო წარმოდგენილი.

2002 წლიდან მან ყოველდღიური სამოსის გამოშვება დაიწყო, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია მოდურ სამყაროში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა