მთიანი ყარაბაღის ზონაში 7 სომეხი და 3 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის ზონაში 7 სომეხი და 3 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის ზონაში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი", აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ძალოვანი უწყების ცნობით, გუშინ, ღამის საათებში, მთიანი ყარაბაღის ზონაში მომხდარი შეტაკების შედეგად "დაიღუპა 7 სომეხი და 3 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა უამრავი სომეხი სამხედრო".

აზერბაიჯანის ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ცოცხალ ძალასა და ტექნიკაზე, "მტრის აქტივიზაციის მცდელობის პრევენციისას" მიიტანეს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს. სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღამის საათებში აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 120-ჯერ დაარღვია.

როგორც "ნიუს.ამი" იტყობინება, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში 900-ზე მეტი გასროლა განახორციელეს და ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი გამოიყენეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა