"ფეისბუქით" დაწყებული ურთიერთობა ილო ბეროშვილთან

"ფეისბუქით" დაწყებული ურთიერთობა ილო ბეროშვილთან

თამამი ფოტოებისა და მხიარული ვიდეოების გამო, 19 წლის მარიამ ყულიჯანიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარიამი გადაცემის - "ერთხელ საქართველოში" სკეტჩებშიც მონაწილეობს.

- 10 წელია, მოდელი ვარ. პარალელურად, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ და ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ჟურნალისტად ვმუშაობ კიდეც - ჯერჯერობით, სტაჟიორი ვარ. ასევე, შალვა რამიშვილთან კასტინგების ორგანიზატორი გახლავართ და გადაცემის - "ერთხელ საქართველოში" სკეტჩებშიც ვმონაწილეობ...

- სოციალურ ქსელში შენი ვიდეოები პოპულარულია. როგორ ფიქრობ, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ეროტიკული ელემენტების შემცველია?

- შეიძლება, ბევრი ადამიანი ჩემზე მაგრადაც ღადაობს, მაგრამ ხალხმა ჩემი ვიდეოები აიტაცა და მათ შორის ყველაზე რეიტინგული ის არის, რომელშიც რამდენიმე გოგონას ვასახიერებ, ამაში კი ეროტიკული არაფერია. ასევე, ძალიან პოპულარულია ის ვიდეო, რომელშიც რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ.

- რამდენ ენას ფლობ?

- სამს: ინგლისური კარგად ვიცი, რუსული - "სუფთად" და ქართული - თავისთავად, საუკეთესოდ. ცოტ-ცოტა აზერბაიჯანული, თურქული და სომხურიც ვიცი. თუმცა, ამას "ცოდნა" არც ჰქვია, ლექსიკონიდან რაღაცები დამოუკიდებლად ვისწავლე, ასევე - "სკაიპით" მეგობრებთან საუბრისას... აქცენტიც "დავამუღამე".

- სოციალურ ქსელში პირველი ვიდეოსელფი რა მიზნით ატვირთე?

- პირველი, ყველაზე რეიტინგული ვიდეო სწორედ ის იყო, რომელშიც სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებ. ამ ყველაფერზე ხალხის რეაქცია მაინტერესებდა და ამიტომ ავტვირთე. თუ ცუდი გამოხმაურება ექნებოდა, მაშინვე წავშლიდი, მაგრამ რადგან კარგად მიიღეს, მეორე მსგავსი ვიდეოც გამოვაქვეყნე.

- გადაცემაში - "ერთხელ საქართველოში" როგორ მოხვდი?

- ილო ბეროშვილის მეშვეობით. ის ჩემი მეგობარია. შალვა რამიშვილთან მან მიმიყვანა. შალვას კასტინგი ჰქონდა გამოცხადებული და ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ როლების განაწილებას, ხალხის მიღებას, მსახიობების დამუშავებას ორგანიზებას მე ვუწევ.

- საინტერესოა, ეს საპასუხისმგებლო საქმე რატომ მოგანდეს?

- თავდაპირველად სტაჟიორივით ვმუშაობდი: ხალხი დავიბარე, კასტინგები მოვაწყვე. ამ ყველაფერს პროდიუსერი და შალვა ესწრებოდნენ... მისვლისთანავე კასტინგების ორგანიზატორად არავის დავუნიშნივარ.

- სკეტჩებში სექსუალურ, ზოგჯერ კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს ასახიერებ...

- კი. ჯერ ბორდელის, მერე - "სოფლელი ნანას", პროფილაქტიკის სცენები გადავიღეთ... კომიკურ როლებს ვასრულებ. ბორდელის შესახებ სკეტჩებში ერთი სეზონი კი ვიქნები, მაგრამ დედის აზრი გავითვალისწინე და ალბათ, მომავალში ამ ყველაფერზე უარს ვიტყვი.

- მსახიობობაზე სერიოზულად ფიქრობ?

- კი. რაც უფრო მეტ როლს შევასრულებ, ამ სფეროში ფესვებს უფრო კარგად გავიდგამ. ერთი პერიოდი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებასაც ვაპირებდი.

- ინტერნეტში განთავსებულ შენს ეროტიკულ ვიდეოებს თუ ფოტოებს ზოგჯერ, უცენზურო კომენტარებიც ახლავს. ეს არ გაღელვებს?

- წინათ, "ფეისბუკზე" ჩასაფრებული ვიყავი: ჩემს "პოსტზე" ვინმე ცუდს თუ დაწერდა, მაშინვე ვშლიდი. ახლა უკვე შემიძლია, რომ როცა რამეს გამოვაქვეყნებ, 1-2 საათი კომენტარები არ ვნახო - ვიცი, ცუდს აღარ დაწერენ.

- დღეს აქტიური მოდელი ხარ?

- ამჟამად "ირაკლეონის" მოდელი ვარ. ასევე, "მის საქართველოში" მივიღებ მონაწილეობას. ოცეულის გოგონებს შორის უკვე "ვზივარ", მაგრამ საბოლოო შემოწმება, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება, ჯერ არ გაგვივლია.

- 10 წლის განმავლობაში, სამოდელო სფეროში რა მიღწევები გაქვს?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება