ჯიმ ქერის შეყვარებულმა თავი მოიკლა

ჯიმ ქერის შეყვარებულმა თავი მოიკლა

ლოს ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ მსახიობ ჯიმ ქერის ყოფილმა შეყვარებულმა კეტრიონა უაითმა თავი მოიკლა. გოგონა 28 წლის გახლდათ. უაითის გვამი, რომელიც კინოში გრიმსა და მაკიაჟზე მუშაობდა, ლოს ანჯელესში, მისივე სახლში აღმოაჩინეს. გოგონა რამდენიმე დღე არ პასუხობდა ტელეფონს, რამაც მეგობრები აანერვიულა.

წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი წამლების გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია, რადგან უაითის გვამთან აბები იპოვნეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებიდან ხუთი დღით ადრე უაითი მეორედ დაშორდა ჯიმ ქერის. ამავე დღეს მან უკანასკნელი წერილი დატოვა ”ტვიტერში”: ”მშვიდობით ტვიტერო, იმედი მაქვს ჩემი ახლობლების ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე მომქონდა”. პოლიციამ აგრეთვე აღმოაჩინა წერილი, რომელშიც უაითი თვითმკვლელობის მიზეზად ქერისთან დაშორებას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ქერიმ და უაითმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა ამა წლის მაისში ისევ განაახლეს ურთიერთობა. 24 სექტემბერს კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს ქერის ინიციატივით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება