გაპრეზიდენტების შემთხვევაში დონალდ ტრამპი აშშ-დან სირიელ ლტოლვილებს გააძევებს

გაპრეზიდენტების შემთხვევაში დონალდ ტრამპი აშშ-დან სირიელ ლტოლვილებს გააძევებს

ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის აშშ-დან ათასობით სირიელ ლტოლვილს გააძევებს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განცხადა.

"ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ სირიიდან, მასობრივი მიგრაციის ფარგლებში ჩამოდიან. თუ გავიმარჯვე, უკან დაბრუნდებიან", - განაცხადა ტრამპმა. მისი მოსაზრებით, აშშ-მ ათასობით ლტოლვილი არ უნდა მიიღოს, რადგან ზოგიერთ მათგანს შესაძლოა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდეს კავშირი. ტრამპის განცხადებით, ბარაქ ობამა სირიის კრიზისს ვერ უმკლავდება.

სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში აშშ გაცილებით უფრო მეტ მიგრანტს მიიღებს. 2016-ში 85 000, 2017-ში კი - 100 000 ლტოლვილის მიღებაა გათვალისწინებული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა