თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური პოსტი - ''გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა''!

თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური პოსტი - ''გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა''!

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იშვიათად, მაგრამ ემოციურად გამოხატავს ხოლმე თავის აზრს "ფეისბუქზე". ამჯერადაც მომღერალი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''თუ გინდა, ერი გადააშენო, კულტურა უნდა დაუნგრიოო. გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა! არა, კი არ დაგვექცა ჩვენივე ხელით დავაქციეთ!

ჩემო ძვირფასებო! დიდი ხანია, არაფერი მითქვამს და გამიზიარებია თქვენთვის და მაგრამ ერთი კითხვა მინდა, დაგისვათ. არ გეჩვენებათ, რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?!

ამ ისედაც დათრგუნულ ხალხს სასაცილოდ იგდებენ, უბრალოდ არაფრად თვლიან! ისეთ უგუნურობებს ლაპარაკობენ, რომ უკვე უცხოელები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას ქილიკით გვისწორებენ ეს ასე არ არისო! ასე არ შეიძლება! მე ჯერ არაფერს ვიტყვი მეტს.

უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ: თუ გაქვთ საშუალება, ნახეთ 2 დღისწინანდელი-''იმედზე''-ორშაბათის-9/30 დან 9/40 მდე მონაკვეთი და თუ გაგიჩნდათ აზრი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება. ეს ძალიან საჭირო იქნება ისევ ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ჩვენივე გაუნათლებლობითა და უგუნურებით საკუთარ კულტურას ვუნადგურებთ!

მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას. რა თქმა უნდა, მე ჩემს მოსაზრებას დაგიფიქსირებთ, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით, არის თუ არა ჩემი აღშფოთება და შეშფოთება საფუძვლიანი?!გმადლობთ''.

''ეს უკვე განუკითხაობაა! თავზე ლაფი დაგვასხეს. აღარც ილია არსებობს ამათთვის, კლასიკად ქცეული-ჩუბინიშვილის სიმღერა თურმე რეზო ლაღიძის ყოფილა და ა.შ. თან წარბს არ იხრიან, ისე ლაპარაკობენ. ჯერ სად ვართ''.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება