კადრები, რომელიც არ გინახავთ - ნიკა გვარამიას განცდები საგანგებო ბრიფინგის წინ

კადრები, რომელიც არ გინახავთ - ნიკა გვარამიას განცდები საგანგებო ბრიფინგის წინ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 15:00-ზე ტელეკომპანიის ეზოში გამართული საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას განცდები, ვიდრე საგანგებო განცხადებას გააკეთებდა, AMBEBI.GE-ს ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან

თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მათ გადაკეტილი აქვთ ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ