ეს სურათები მტკივნეული და სევდიანია, სადაც ფოტოგრაფიის მშვენიერება და გადასაღები ობიექტის ტრაგედია ერთმანეთს ერწყმის. შვედმა ფოტოგრაფმა მაგნუს ვენმანმა სურათების კოლექცია სახელწოდებით: "სადაც ბავშვებს სძინავთ" შექმნა. ფოტო კოლექციაში სირიაში მიმდინარე ომის ყველაზე მცირეწლოვან მსხვერპლზეა ყურადღება გამახვილებული.
სამოქალაქო კონფლიქტს გამოქცეული პატარების გრძელი ღამეები "კუსტარულ" ბალიშებსა და უკიდეგანო მოგზაურობის გამო დასვრილ ტანისამოსში, სამშობლოსგან მოშორებით.