მაკა ზამბახიძე: ''ჩემს სურათთან ერთად ეძინა და ამბობდა, სულ არ მჭირდება პოპულარული დედა, მე მინდა დედა სახლში''

მაკა ზამბახიძე: ''ჩემს სურათთან ერთად ეძინა და ამბობდა, სულ არ მჭირდება პოპულარული დედა, მე მინდა დედა სახლში''

მაკა ზამბახიძეს 14 წლის შვილი - სალომე ჰყავს. დედა 18 წლის გახდა და შვილს, როგორც თოჯინას, ისე ექცეოდა. ახლა მკაცრი დედაა, თუმცა შვილს ხანდახან ასაკიდან გამომდინარე უთმობს.

- სალომე რომ გამიჩნდა, საკმაოდ პატარა, 18 წლის ვიყავი. ამ ასაკშიც კი ბავშური ვიყავი, ძალიან ჩამოყალიბებული და ყველფრის მცოდნე არ გახლდით, მეტიც, როცა გავთხოვდი, ჩემ გარშემო ეს ყველას გაუკვირდა, შოკისმომგვრელი ფაქტი იყო. მიუხედავად ჩემი ასაკისა, შვილს ისე არ ვექცეოდი, როგორც თოჯინას, თავიდანვე გავაცნობირე ჩემი პასუხისმგებლობა და საკითხს სერიოზულად მივუდექი. ვკვებავდი ბუნებრივად და მინდოდა, ეს შვიდ თვემდე მაინც გაგრძელებულიყო. სალომეს გაზრდაში დედა მეხმარებოდა, მეტწილად მისი გაზრდილია, მაგრამ მე ყოველთვის ჩართული ვიყავი ამ პროცესში...

- მაშინ რამდენად აქტიური იყავი კარიერული თვალსაზრისით...

- ბავშვის გაჩენიდან ექვსი წელი ჩვეულებრივი დიასახლისი, დედა ვიყავი, უმოქმედო მომღერალი (იცინის). 24 წლის ასაკში დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა

- როგორი იყო შენი აღზრდის მეთოდი?

- სკოლის ასაკამდე სალომე ადვილი გასაზრდელი იყო, ახლა რომ ვუყურებ დედებისა და შვილების ურთიერთობას, ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ სალომე უპრობლემოდ გავზარდე, არ იყო ჩემზე მოწებებული, საკმაოდ მარტივად ვტოვებდი, შემეძლო გამეტანებინა ჩემი მეგობრისთვის, არ გვქონდა ის მომენტი, რომ უჩემოდ ან დედაჩემის გარეშე ვერ დაეძინა...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება