დღეს ნასა პლუტონზე საოცარი აღმოჩენის შესახებ გააკეთებს განცხადებას

დღეს ნასა პლუტონზე საოცარი აღმოჩენის შესახებ გააკეთებს განცხადებას

ნასა ხუთშაბათს კიდევ ერთი "საოცარი" აღმოჩენის გამჟღავნებას აპირებს. კოსმოსური სააგენტოს უფროსი მეცნიერი, დოქტორი ალან სტერნი აცხადებს, რომ პლანეტა პლუტონის მისიის შემდეგ ამაღელვებელი აღმოჩენა გაკეთდა.

"ნასა არ მაძლევს საშუალებას, გავამხილო ხუთშაბათამდე, რაზეა საუბარი. ერთს გეტყვით - ეს საოცრებაა. ეს სამყარო ცოცხალია. მას გააჩნია ამინდი, ნისლი, აქტიური გეოლოგია, ყოველ კვირა ახალი საკვირველების მოწმე ვხდებით", - განაცხადა სტერნმა თავის გამოსვლაში.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა საკითხს შეეხება განცხადება, რომელსაც დღეს ნასა გააკეთებს. ამჟამად ყველაფერი გასაიდუმლოებულია, ისევე, როგორც წინა ჯერზე, როდესაც სააგენტომ მარსზე წყლის არსებობის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა