ლეონარდო დიკაპრიოს ცოლი მოჰყავს

ლეონარდო დიკაპრიოს ცოლი მოჰყავს

ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა სასიძომ, 40 წლის ლეონარდო დიკაპრიომ ამერიკელ მოდელ კელი რორბახს ხელი სთხოვა. წყვილი ერთმანეთს მხოლოდ ოთხი თვეა ხვდება. როგორც დასავლურ მედიაში წერენ, გოგონამ მსახიობი თავისი განათლებით მოხიბლა და რაც მთავარია, ის ლეოს დედას მოეწონა, რომელმაც დიკაპრიოს წინა შეყვარებული ბლეიკ ლაივლი ”დაბლოკა”.

როგორც ცნობილი გახდა, ყველაფერი სპონტანურად მოხდა: დიკაპრიომ 25 წლის ლამაზმანს რომანტიკული ვახშმის დროს სთხოვა ცოლობა, ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში. ”ლეომ უთხრა, რომ სურს მასთან მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატაროს, რამაც კელი შოკში ჩააგდო. ამიტომ დიკაპრიომ კიდევ გაუმეორა, რომ მასზე დაქორწინება სურდა, რის შემდეგაც წყვილმა ერთმანეთს აკოცა”, - ყვება წყვილთან დაახლოებული პირი.

მიუხედავად ამისა, ლეონარდოს და კელის ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება საკუთარ ნიშნობაზე. ”ქორწილი ჯერ მხოლოდ გეგმის ნაწილია, რომელსაც ერთად განიხილავენ”, - ამბობს მსახიობის მეგობარი. დიკაპრიოს რჩეულზე ცნობილია, რომ მან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის კარგად თამაშობს გოლფს და იზიარებს ლეოს გატაცებას გარემოს დაცვის კუთხით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება