საუდის არაბეთის პრინცის, ალ-ვალიდ ბინ თალალის მეუღლე, პრინცესა ამირა ალ-თავილი 1983 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. პრინცესა ფონდ Al-Waleed bin Talal Foundation-ის მესვეურთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გახლავთ. ფონდი საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც სიღარიბის, კატასტროფის შედეგებისა და ქალთა უფლებების დაცვის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე მუშაობს. ასევე პრინცესა ამირა ახალგაზრდების სამსახურით უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია ”Silatech”-ის მესვეურთა საბჭოს წევრია. პრინცესა ამირამ ამერიკული ნიუ ჰეივენის უნივერსიტეტი დაამთავრა, მიღებული აქვს ხარისხი საქმიანი ადმინისტრირების დარგში.
ქალთა უფლებებს აქტიურად იცავს, მათ შორის: ქალმა მართოს მანქანა, მიიღოს განათლება და ქმრისა და ნათესავების დაუკითხავად შეძლოს მუშაობის დაწყება. თავად ამირას საერთაშორისო მართვის მოწმობა აქვს და საზღვარგარეთ მოგზაურობისას თვითონ ატარებს ავტომობილს. ამირა - საუდის პირველი პრინცესაა, რომელმაც უარი განაცხადა საზოგადოებაში ტრადიციული აბაიას ტარებაზე. პრინცესა სამეფო სისხლის მატარებელი არ გახლავთ.
ამირას მეუღლე, პრინც ალ-ვალიდ იბნ თალალ იბნ ააბდელ აზიზ ალ საუდი, მეტად ცნობილი, როგორც პრინც ალ-ვალიდი - საუდის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, საერთაშორისო ინვესტორი და ბიზნესმენი გახლავთ. ქონება საინვესტიციო პროექტებისა და აქციების ყიდვით დააგროვა. 2007 წელს მისი კერძო კაპიტალი 21,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ჟურნალ ”ფორბსის” მიხედვით). მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში პრინცს 22-ე ადგილი უკავია.
პრინცს სახელმწიფო თანამდებობა არ უჭირავს, ის მეფე აბდულ-აზიზის შვილიშვილი და მოქმედი მეფის ძმისშვილი გახლავთ. ამის გარდა, ალ-ვალიდმა სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე საუდის პრინცმა, რომელიც ქვეყანაში ქალთა თანასწორუფლებიანობას იცავს.
სხვადასხვა მონაცემებით, ამირა პრინცის მე-3 თუ მე-4 ცოლია (ამჟამად ერთადერთი, ერთდროულად რამდენიმე ცოლი პრინცს არასოდეს ჰყოლია). პრინცს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. ჭორების თანახმად, წყვილის საქორწინო კონტრაქტში წერია, რომ პრინცესა ამირას ეკრძალება შვილების ყოლა.
