სკანდალური ფოტოპროექტი სირიელ დევნილებზე - ავტორს ცინიზმში ადანაშაულებენ

სკანდალური ფოტოპროექტი სირიელ დევნილებზე - ავტორს ცინიზმში ადანაშაულებენ

მოდის სფეროს უნგრელი ფოტოგრაფის, ნორბერტ ბაკსას ფოტოპროექტი Der Migrant, რომელიც ევროპული საიმიგრაციო კრიზისის მოტივებზეა შექმნილი, კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა, წერს გამოცემა PetaPixel-ი.

ფოტოებზე მოდელი მონიკა იაბლონსკი დევნილი ქალის როლში არის გამოსახული, რომელიც საზღვრის გადალახვას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ბაკსამ სურათები სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ატვირთა (ამჟამად ჩანაწერი წაშლილია), ათეულობით მომხმარებელმა ავტორი ცინიზმში დაადანაშაულა.

პასუხად ბაკსამ განაცხადა, რომ მისი უმთავრესი მიზანი მიგრანტების დამცირება კი არა, ამ პრობლემისადმი ყურადღების გამახვილება გახლდათ: ”მსოფლიო მხატვრები ამგვარი პროექტებით მსგავსი პრობლემების მიმართ საზოგადოების დაინტერესებას ხშირად იწვევენ. ეს ხელოვნების კიდევ ერთი მაგალითია”.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა