ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლების 81%-მა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ტასი" ავრცელებს.

ცესკო-ს განცხადებით, საღამოს საათების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის დიდი აქტივობაა. შესაბამისად, მათივე თქმით, ვერავინ იტყვის მოსახლეობის მხრიდან არჩევნების იგნორირების შესახებ.

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ ამომრჩეველთა 50% მონაწილეობას მიღებს. პრეზიდენტად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%ზე მეტს მიიღებს.

ბელორუსის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან სერგეი გაიდუკევიჩი, ტატიანა კოროტკევიჩი, ალექსანდრე ლუკაშენკო და ნიკოლაი ულახოვიჩი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა