ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ 55 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და "ისლამური სახელმწიფოს" 53 ობიექტი გაანადგურა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები პროვინია ჰომსში, ჰამაში, ლატაკიასა და იდლიბში დაბომბა.
ავიერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების სამეთაურო პუნქტები, მებრძოლთა მომზადების საველე ბანაკები, საბრძოლო მასალის საწყობები, მიწისქვეშა ბუნკერები და სატრანსპორტო ტექნიკა.
რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო.